„ოცნებაში“ მინისტრთა პორტფელებისთვის ბრძოლა დაიწყო?

საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდავინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე   

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გარკვეული არ არის, ახალი პარლამენტი როდის შეიკრიბება, კულუარებში უკვე იმის შესახებ მსჯელობენ, თუ ვინ რომელ პოსტს დაიკავებს ახალ მთავრობაში. როგორც „თაიმერს“ კონფიდენციალური წყაროები ეუბნებიან, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ახალ მთავრობას სათავეში ახალი პრემიერი ჩაუდგეს.

„დანამდვილებით არაფრის თქმა ამ ეტაპზე არ შეიძლება, მაგრამ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც „ოცნებაში“ არსებობს, პირადად მე, არ გამიკვირდება, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი კი არა, არამედ, კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინონ,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ კონფიდენციალური საუბრის დროს ჩვენმა წყარომ, რომელმაც აქვე განმარტა, რომ ბოლო დროს „ოცნების“ „გამწევი ძალა“ სწორედ კალაძეა, ანუ მასთან შეთანხმების გარეშე, როგორც „თაიმერის“ ინფორმატორი ამბობს, ივანიშვილის გუნდში გადაწყვეტილებები, პრინციპში არ მიიღება.

ამას გარდა, ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება და მთავრობის ახალი შემადგნელობა მას დასამტკიცებლად წარედგინება, შეიძლება, მიხეილ გიორგაძე, რომელსაც ამ დრომდე კულტურის მინისტრის თანამდებობა უჭირავს, პოსტის გარეშე დარჩეს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობა ძალიან უნდა ია მაქაცარიას, რომელიც ამ სფეროში უცხო პიროვნება არ არის – თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსია, მაგრამ როგორც კულტურის მუშაკებისგან ვიცი, ამ სფეროში ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო. ჰოდა, მითხრეს, რომ მაქაცარიაც ცდის და თუ გაუმართლა, ანუ თუ „იმ ბრძენ კაცთან“ მისასვლელი გზები მოძებნა, შეიძლება, გიორგაძე მართლაც ჩაანაცვლოს,“ – ეუბნება „თაიმერს“ კონფიდენციალური წყარო, რომელიც „ოცნებასთან“ ღიად არ მეგობრობს, მაგრამ ამ გუნდთან ახლო პირადი კონტაქტები აქვს.

ზოგადად, უკვე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ ახალ მთავრობაში დიდი ალბათობით, „თავისუფალი დემოკრატების“ ზოგიერთ წარმომადგენელსაც ვიხილავთ, რაც არაპირდაპირ ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მაგალითად, ლაპარაკია ვიქტორ დოლიძეზე, რომელსაც შესაძლოა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი შესთავაზონ. მოქმედი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კი საგარეო უწყებას ჩაუდგეს სათავეში.

„ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, რატომღაც მგონია, რომ დოლიძე სახელმწიფო მინისტრობაზე დასთანხმდება. ისე, დოლიძეს, როგორც მე ვიცი, „ოცნება“ ჯერ კიდევ ზაფხულში „ეჩალიჩებოდა“, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დაეტოვებინა და თუნდაც მაჟორიტარად კენჭი „ოცნების“ სახელით ეყარა. მაშინ ამ ხმებმა, როგორც მე ვიცი, ალასანიას ყურამდეც მიაღწია. ზოგადად, მოსალოდნელია, ბოლოს ისე გამოვიდეს, რომ ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა რაღაცნაირად დოლიძეს დაუკავშირდეს,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, თუმცა ჩვენი ჩაკითხვის მიუხედავად, ეს თემა აღარ განავრცო და დაგვპირდა, რომ მალე მოვა დრო, როცა ალასანიას გუნდში განვითარებული მოვლენების შესახებ უფრო ვრცლად მოგვიყვება.

„თაიმერს“, როგორც მთელ საზოგადოებას, რასაკვირველია, აინტერსებს, ვინ გახდება მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და ამის შესახებ ჩვენ ინფორმატორსაც ვკითხეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საკითხი „ოცნების“ სტაფში ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ იგივე გია ჟორჟოლიანის კანდიდატურა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ამასთან ერთად, ჩვენი წყარო, ვარაუდის დონეზე გამოთქვამს  აზრს, რომ სპიკერობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, დიდი ალბათობი, შესაძლებელია, თამარ ჩუგოშვილი იყოს.

 

 

banner
წინა სტატიაში30 წლის უკან, რეიკიავიკში ბოროტების იმპერიის რღვევა დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში მუდმივ სამხედრო ბაზას განათავსებს