რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას

რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას

sagareoქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „Noble Partner 2016“ პროვოკაციული ნაბიჯია – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსულ მედიას მოჰყავს რუს დიპლომატთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად სამხედრო სწავლება წარმოადგენს ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიის „თანამიმდევრულ ათვისებას“, რაც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური ვითარების შერყევას. რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში თვლიან, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება ხელს უწყობს ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების აშკარა წაქეზებას.
შეგახსენებთ, 11 მაისს ვაზიანში ქართულ-ამერიკული რიგით მეორე ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) იწყება, რომლის მიზანია ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე საქართველოშია.

https://youtu.be/NLiOL3SPkbI

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გიორგი ვაშაძე: “მე ვთვლი ზურაბ ადეიშვილს ჩემ მეგობრად”
შემდეგი სტატიასამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს