(VIDEO) გიორგი ვაშაძე: “მე ვთვლი ზურაბ ადეიშვილს ჩემ მეგობრად”

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მისი მეგობარია, თუმცა პირადად ადეიშვილმა, მისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

როგორც ვაშაძემ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, უფრო რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რისთვისაც ის პიროვნულ რისკზე მიდის.

„რა თქმა უნდა, რისკზე მივდივარ. პიროვნულ რისკზე მივდივარ, იმიტომ, რომ პარლამენტში დავჯდები თუ არა, ჩემთვის ეს ფასეული არ არის. ვფიქრობ, რომ პარადიგმები უნდა შეიცვალოს. აქამდეც ასე მიმუშავია ნებისმიერ მიმართულებაში.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი კადრი ვარ მე, იუსტიციის სამინისტროში კონკურსის წესით დავიწყე მუშაობა. სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. მანამდე შეხვედრილიც არ ვიყავი. მის პერიოდში გავხდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მანამდე ვმუშაობდი სამოქალაქო რეესტრის პროექტებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე – არის თუ არა ზურაბ ადეიშვილი მისი მეგობარი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ის ადეიშვილს საკუთარ მეგობრად თვლის“.

„მე ვთვლი ზურაბ ადეიშვილს ჩემ მეგობრად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მან ამის შესახებ პერსონალურად არ იცოდა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი იდეების წარდგენის სანაცვლოდ, კაბინეტური მმართველობა შექმნა, რომლის სათავეშიც გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი დგანან და მათ ფასადად დავით ბაქრაძე ჰყავთ ქცეული.

ვაშაძის წასვლას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია“.

https://youtu.be/9iOyttIcM0Y

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია:”ანონსში მოხსენიებულო კომპანიებო, მიმართეთ სასამართლოს
შემდეგი სტატიარუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას