რუსეთი ოპოზიციურ მედიას უცხოეთის აგენტებად გამოაცხადებს

რუსეთის საკანომდებლო ორგანო ახლოსაა კანონის მიღებასთან, რომელიც ოპოზიციური მედია არხებს უცხოეთის აგენტებად გამოაცხადებს…
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული კანონის თანახმად, ,,ამერიკის ხმა,, ,,Кавказ Реалии,, ,,Крым.Реалии,, ,,Сибирь.Реалии,, რეგიონალური პროექტი ,,IdeL.Реалии,, ტელეარხი ,,Настоящее время,, რადიო ,,თავისუფალი ევროპა,, ,,თავისუფლება,, რადიო ,,თავისუფლების,, თათარ-ბაშკირული სამსახური (Azatliq Radiosi) და ასევე პროექტი ,,Фактограф,,-ი უცხოურ აგენტებად გამოცხადდებიან.
კანონი რუსეთის დუმაში მესამე მოსმენის შემდეგ, ხელმოსაწერად პრეზიდენტ პუტინს გადაეგზავნება.
როგორც ოპოზიციური რუსული მედია აღნიშნავს, ამ კანონს რუსეთის ხელისუფლება, აშშ-ს მიერ ,,რაშა თუდეის,, უცხოურ აგენტად გამოცხადების საპასუხოდ ღებულობს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი, სკანდალურად გადამდგარ ლიბანის პრემიერს ეპატიჟება
შემდეგი სტატიამუგაბე პუტჩისტ სამხედროებს არ ემორჩილება