მაკრონი, სკანდალურად გადამდგარ ლიბანის პრემიერს ეპატიჟება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ლიბანის   გადამდგარი პრემიერი საად ჰარირი, საფრანგეთში მიიწვია.

ელისეის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციით,  მაკრონმა,  ჰარირი და მისი ოჯახი საფრანგეთში მიიწვია. ეს საკითხი თვით მაკრონმა, კლიმატის ცვლილების  23-ე  კონფერენციაზე, გერმანიაში შეაფასა და  აღნიშნა, რომ მართალია  ჰარირი და მისი ოჯახი საფრანგეთში მიიწვია, მაგრამ ეს თავშესაფრის მიცემას არ მოიცავს. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება,  საუდის არაბეთის პრინც,  მუჰამმედ ბინ სალმანთან და საად ჰარირისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ამასთანავე,დღესვე საუდის არაბეთში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჟან-ივ ლე დრიანი ჩავა, რომელიც სავარაუდოდ ჰარირისთანაც გამართავს შეხვედრას. საკითხთან დაკავშირებით ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ჰარირის მხრიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებიდან 12 დღე გავიდა, მაგრამ საუდის არაბეთიდან არ დაბრუნების გამართლების არანაირი მიზეზი არ არსებობს. ამის გამო ჩვენი ვფიქრობთ, რომ იგი იძულებით პატიმრობაშია. ჰარირის მიმართ მსგავს ქმედება, კი ლიბანისადმი მტრული დამოკიდებულებაა“

თავად ჰარირიმ, ორი დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ კარგად არის და მალე სამშობლოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ 4 ნოემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის სადგურთან სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი ოპოზიციურ მედიას უცხოეთის აგენტებად გამოაცხადებს