​რუსეთი კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ასაღებად ემზადება – უკრაინული მედია

რუსეთი კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ასაღებად ემზადება – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე და დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“უკრაინსკაია პრავდას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია რომ უკრაინული არმია მომდევნო მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელ რისკებზე გაფრთხილებულია და და სრულ მზადყოფნაშია. მიმდინარე პროცესების პარალელურად დაძაბულია ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც, სადაც უწყვეტი სროლების შედეგად დაბომბილია სამოქალაქო დასახლებებიც.

საოკუპაციო ძალები და სეპარატისტები უკრაინული არმიის წინააღმდეგ სხვადასხვა კალიბრის, მათ შორის აკრძალული იარაღიდან ისვრიან.

ადგილზე მყოფი სამხედროები კი ვითარების გამწვავებას ნებისმიერ წამს ელოდებიან, რადგან ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება უკვე ოფიციალურად მისცა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ჩართულობით, პარლამენტში მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება
შემდეგი სტატიათალაკვაძე – უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს