პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ “პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა.”

“სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა და ეს იყო, მადლობა ღმერთს, ბოლო გამოსვლა მისი ამ რანგში. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს. რა თქმა უნდა, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას. ქართველი ერის ინტერესი არის მთავარი,” – აცხადებს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ნატო-ს საპარლამენტო ბიურო ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება სიტყვის გატეხაა ქართველი ხალხის და საერთაშორისო მეგობრების წინაშე
შემდეგი სტატიაბაგებში მდინარე ვერე საავტომობილო გზაზე გადმოვიდა