სამადაშვილი – ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, კობახიძემ ჯარის წინაშე სახელმწიფო ომში კვლავ დაადანაშაულა.

„მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს, არ მახსენდება. ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში. აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი. საერთაშორისო სანქციების დაწესება სწორია, მაგრამ დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოუტანოს ამ მოღალატე რეჟიმს საბოლოო განაჩენი. ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი“, – წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშისომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია
შემდეგი სტატიახვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს