სომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია

სომხეთში წყალდიდობაა, რის გამოც, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლორეს ოლქში მდინარე დებედა ადიდდა.

მედიის ცნობით, წყალდიდობას 1 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანდ ხიდები და გზები, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაციაც.

წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. სტიქიის გამო, ქვეყნის ჩრდილოეთით შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობაც.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ურყევი ნება წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა