რუსეთი ერაყს ქურთისტანთან სიმშვიდისკენ მოუწოდებს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავისი ერაყელი კოლეგა იბრაჰიმ ელ ჯაფერი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია მოაწყვეს.


პრეს-კონფერენციაზე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ერაყის მთავრობასა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მთავრობას შორის, ქურთისტანის რეფერენნდუმიდან გამომდინარე რაიმე შეიარაღებული კონფლიქტი არ მოხდება და ისინი პრობლემებს დიალოგის გზით მოაგვარებენ. ლავროვმა ასვე დასძინა, რომ რუსული კომპანიები ერაყშიც და ქურთულ რეგიონშიც, რომელსაც სპეციალური, ავტონომიის სტატუსი გაჩნია, უფრო აქტიურ საქმიანობას გეგმავენ.
პრეს-კონფერენციაზე ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეფრიმ განაცხადა, რომ ერაყის ქურთისტანის მიერ 25 სექტემბერს ორგანიზებული რეფერენდუმი უკანონობას წარმოადგენდა და იგი მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ… ,,ყველას ესმის, რომ რეფერენდუმი ეწინააღმდეგება ერაყის კონსტიტუციას. ჩვენს ქურთ ძმებს რასაკვირველია აქვთ საკუთარი რეგიონების შექმნის უფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ერაყიდან გამოსვლის უფლებაც აქვთ,, განაცხადა ერაყელმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპა ევროკავშირის ლიდერები უდიერად მოიხსენია
შემდეგი სტატიამალტელი ჟურნალისტი ნავთობის გამო მოკლეს