მალტელი ჟურნალისტი ნავთობის გამო მოკლეს

მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიბიიდან ევროპაში საწვავის კონტრაბანდის ჟურნალისტურ გამოძიებას. ამის შესახებ იუწყება იტალიური ტელეარხი Rai News 24, რომელიც თავის მხრივ იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს ეყრდნობა.


ტელეარხის თანახმად, გასულ კვირას, სიცილიის კუნძულზე 9 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ლიბიელები, იტალიელები და ორი მალტელი. ერთ-ერთ დაკავებული არის მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი დარენა დებონო, რომელიც კონტრაბანდული ქსელის ორგანიზატორად ითვლება.
შემუშავებული სქემის თანახმად, ლიბიაში მოპარული საწვავი, ადგილობრივი საველე მეთაურების დახმარებით, ტანკერებით გადაჰქონდათ მალტაში, შემდეგ კი იტალიის ნავსადგურებსა და საწარმოებში.
დაფნე კარუანა გალიცია ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა ამ საკითხთან მიმართებით და, როგორც სჩანს იგი “თავიდან მოიშორეს”.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ერაყს ქურთისტანთან სიმშვიდისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაsos!!!- თამაზ მეჭიაური: “მახარე სისაურს და რამაზ ღვალაძეს ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს…”