რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლები ცდილობდა, მათ აირჩიეს კონფრონტაცია, საჭიროა, ამ რეალობას ვუპასუხოთ – სტოლტენბერგი

რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლების განმავლობაში ცდილობდა. მათ ეს გააკეთეს სულ მცირე უკრაინაში სასტიკი შეჭრით, რაც არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, არამედ ყველა დოკუმენტისა და შეთანხმების, რაც ჩვენ რუსეთთან გვქონდა, რათა მნიშვნელოვანი დიალოგი შემდგარიყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა დიალოგის ნაცვლად კონფრონტაცია აირჩია და ახლა საჭიროა, ამ რეალობას უპასუხონ.

„მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით, მაგიდაზე აღარ დევს. ეს არ მუშაობს, მარტივად, რუსეთის ქცევის გამო. დიალოგის ნაცვლად მათ კონფრონტაცია აირჩიეს. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ მეორე მხრივ, გვჭირდება, ამ რეალობას ვუპასუხოთ და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის ზომების ფუნდამენტური ცვლილებით. რა თქმა უნდა, ინციდენტების პრევენციისთვის გვჭირდება კომუნიკაციების ხაზების შენარჩუნება. უნდა გავიხსენოთ დიალოგი და პარტნიორობა, რომლისკენაც ჩვენ ვიღწვოდით, მაგალითად, არსებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ლისაბონის სამიტზე 2010 წელს შეთანხმდა, მე მაშინ ნორვეგიის პრემერ-მინისტრის რანგში ვესწრებოდი, ამ სამიტში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მონაწილეობდა და ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც ამ დრომდე სტრატეგიულ კონცეფციად რჩება. ახალ კონცეფციაზე ჩვენ ამ კვირაში შევთანხმდებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთი იყო სტრატეგიული პარტნიორი ამ კონცეფციის ფარგლებში, მაგრამ მადრიდის სამიტზე ეს ასე აღარ იქნება. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განაცხადებენ, რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას, ღირებულებებს, საერთაშორისო დღის წესრიგს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის