ჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისა და რუსეთისთვის გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენებას.

„რუსეთის ენერგეტიკულმა იძულებამ ზეწოლა მოახდინა ენერგეტიკულ ბაზრებზე, გაზარდა სამომხმარებლო ფასები და საფრთხე შეუქმნა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამას ბოლო დროს ადასტურებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების პოლიტიკურად მოტივირებული შეფერხებები. ეს ქმედებები მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სამუშაოს მნიშვნელობას, რომელიც კეთდება როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკომისიის მიერ, რათა შეწყდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლები ცდილობდა, მათ აირჩიეს კონფრონტაცია, საჭიროა, ამ რეალობას ვუპასუხოთ – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაპოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დამბობეს , სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა (ვიდეო)