რუსეთი ბელარუსს რაკეტების წარმოებაში დაეხმარება – ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსს რაკეტების წარმოებაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ბელტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, შესაბამისი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მიღწეულია.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი როგოზინს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჩვენი მხარდაჭერა. საუბარი არ არის ახალი ველოსიპედის შექმნაზე, გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის დეველოპერებს, რაკეტოლოგების გამოცდილებას, რომლებმაც შექმნეს ისკანდერი. ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან“, – აცხადებს ლუკაშენკო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ბოშებმა რუსებს კიდევ ერთი ტანკი მოპარეს
შემდეგი სტატიარუსებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში „აზოვსტალზე“ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს