ბოლო 24 საათის განმავლობაში მარიუპოლის ბლოკადაში „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე რუსმა დამპყრობლებმა 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 8 სტრატეგიული ბომბდამშენიდან. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭომ განაცხადა.
საბჭოს განცხადებით, ახლაც გრძელდება საზღვაო და საარტილერიო შეტევები, ისვრიან ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემიდან და ტანკებიდან.
„მტერი არ წყვეტს „უკრაინის ციხის“ აღების მცდელობებს და ასევე, აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს ქვეითი ჯარის მხარდაჭერით“, – წერს საბჭო.