რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სესიაში – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სესიაში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“რუსეთის დელეგაცია მონაწილოებას არ მიიღებს რიგგარეშე სესიის საფარქვეშ მოწყობილ ახალ პოლიტიკურ შოუში. რუსეთის არგუმენტები და ახსნა-განმარტებები „სპეცოპერაციის“ ნამდვილ მიზნებსა და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებაზე სრულიად იგნორირებულია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოაცხადა, რომ გამართავს საგანგებო სხდომას კიევის მოთხოვნით, რათა განიხილოს “უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გამოწვეულია რუსული აგრესიით”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ხარკოვის 4 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის სამუშაო შეხვედრა