რუსეთი აძლიერებს გუდაუთის სამხედრო ბაზას

გუდაუთაში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზა ახალი სპეციალისტებით შეივსო. საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის “Оса-АКМ”–ის მომსახურე პერსონალმა სამთვიანი მომზადება კრასნოდარის მხარეში მდებარე რაკეტსაწინააღმდეგო სასწავლო ცენტრში გაიარა. ამის შესახებ იუწყება სამხრეთ–აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.
ინფორმაციის თანახმად, გუდაუთის სამხედრო ბაზის დაკომპლექტება ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, იგი 250 ახალი სპეციალისტით შეივსება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი იუსტიციის სახლის წინ ხეების მასიური გაჩეხვა დაიწყეს
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუმსიშვილის მოადგილეებს შეხვდა და სისტემაში არსებულ ვითარებას გაეცნო