ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუმსიშვილის მოადგილეებს შეხვდა და სისტემაში არსებულ ვითარებას გაეცნო

ფინანსთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე ქუმსიშვილის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომელიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე… მიდგომებში იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა,“ – განაცხადა ბახტაძემ.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა ფინანსთა სამინისტროს პრეს სამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აძლიერებს გუდაუთის სამხედრო ბაზას
შემდეგი სტატიავრცელდება ინფორმაცია სირიაში რუსი ბოქსიორის დაღუპვის შესახებ