რუსეთი აცხადებს, რომ ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც Harpoon-ის რაკეტები ინახებოდა

რუსულმა ძალებმა ქალაქ სლოვიანსკთან უკრაინული MI-17 ვერტმფრენი, ხარკოვის რეგიონში კი SU-25 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მისმა რაკეტებმა ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული Harpoon-ის გემთსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ლიდერები ხვალიდან რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა, 10 წელი დასჭირდეს