უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა, 10 წელი დასჭირდეს

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო “ტვიტერის” გვერდზე წერს.

გერაშენკოს თქმით, უკრაინა ახლა მსოფლიოში ნაღმებით ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა.

“უკრაინა ახლა ნაღმებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა მსოფლიოში. რუსეთის ნაღმები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის წართმევას აგრძელებენ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. ეს ოპტიმისტური პროგნოზია, რადგან ძნელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასება”, – წერს გერაშენკო.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აცხადებს, რომ ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც Harpoon-ის რაკეტები ინახებოდა
შემდეგი სტატიასოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს