რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მახლობლად, ვინც დანებებას გადაწყვეტს, სამ ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მახლობლად, მათთვის ვინც დანებებას გადაწყვეტს, სამ ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნიან, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი ავრცელებს.

მიზინცევის თქმით, მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს დასავლეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ მიმართულებით იხსნება სამი დერეფანი.

მისი თქმით, ყოველი ჰუმანიტარული კოლონა მოიცავს 30 ავტობუსსა და მანქანას ადამიანების გადასაყვანად, ამასთან 10 სასწრაფო დახმარების მანქანას. ასევე განლაგებულია შეკრების და დროებითი განსახლების პუნქტები, მოეწყო კვების პუნქტები და პირველადი სამედიცინო დახმარება.

გენერალმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული კოლონების გადაადგილების ყველა მარშრუტზე რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებებთან ერთად მკაცრად იცავენ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას გამოიჩინონ წინდახედულობა, მისცენ შესაბამისი მითითებები მებრძოლებს, შეწყვიტონ უაზრო წინააღმდეგობა და დატოვონ წინააღმდეგობის ცენტრი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქვედანაყოფების მეთაურებმა შეიძლება არ მიიღონ ასეთი ბრძანებები კიევის ხელისუფლებისგან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ დამოუკიდებლად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და დადონ იარაღი“, – ხაზგასმით აღნიშნა მიზინცევმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალურ დირექტორთან, დენიზ დურანთან შეხვედრა გამართა.
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გართულებულია, მას სჭირდება კვალიფიციური და ადეკვატური მკურნალობა – მინაშვილი