“რუსეთ-საქართველოს შორის სერიოზული პრინციპული უთანხმოება არსებობს”

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

დეპუტატები გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პრინციპული უთანხომება არსებობს.

„ჩვენ შორის ძალიან პრინციპული უთანხმოება არსებობს, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება,“- განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების წინაღობა რუსეთის პოლიტიკა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, თუმცა მისი თქმით, ამისთვის თბილისი საკუთარ პირობას აყენებს და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის დღევანდელ სხდომას დაესწრება
შემდეგი სტატია„ის პრემიერმინისტრიც იქნება ღარიბაშვილი ორი ან ღარიბაშვილი სამი”