ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის დღევანდელ სხდომას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის დღევანდელ სხდომას დაესწრება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილის სურვილია, რომ ღარიბაშვილი პარტიაში გამოკვეთილ ლიდერად დარჩეს.

ამ წუთებში თბილისში პარლამენტის შენობაში უმრავლესობის სხდომა იწყება, შეხვედრაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი უნდა დასახელდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში გიორგი კვირიკაშვილზე უკვე შეჯერდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, უმრავლესობას თავად პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშისირიაში ავიადარტყმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა… აქედან 2 ბავშვია…. (ფოტო +18)
შემდეგი სტატია“რუსეთ-საქართველოს შორის სერიოზული პრინციპული უთანხმოება არსებობს”