რუსებს ხელისუფლებაში არ დავტოვებთ – სამადაშვილი

რუსებს ჩვენ ხელისუფლებაში არ დავტოვებთ, ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ბრძოლა აწი იწყება, რომელიც აუცილებლად გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვებით.

ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, რადგან დღეს პარლამენტში წყდება საქართველოს ბედი. ეს არის პროცესი, რომელიც დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. რუსებს ჩვენ ხელისუფლებაში არ დავტოვებთ. დღეს ეს კანონი გავიდა პირველი მოსმენით, ანუ ეს კანონი არ არის ჯერ მიღებული. ავტოკრატიული რუსული ხელისუფლების ერთადერთი იმედი არის ის, რომ ჩვენ ყველანი დავიღლებით ბრძოლით. ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, რუსული ხელისუფლების, მედვედევი რომ ტაშს უკრავს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ”, – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გააუქმა და საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა
შემდეგი სტატიაარა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს – შოთა არველაძე