არა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს – შოთა არველაძე

არა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს”, – ასე ეხმაურება ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს.

ფეხბურთის მწვრთნელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისტორიის განმავლობაში რუსეთი სწორედ ის სახელმწიფო იყო, რომელიც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მარწუხებში აქცევდა.

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”, – წერს შოთა არველაძე.

banner
წინა სტატიაშირუსებს ხელისუფლებაში არ დავტოვებთ – სამადაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს – ბორელი