ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გააუქმა და საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა

აოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გააუქმა და საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა”, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოლიგარქის გუნდს კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში პრორუსული ძალაა.

“გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრით „ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა. არავის დედამიწის ზურგზე არც საქართველოში და არც საქართველოს გარეთ არ ეპარება ეჭვი, რა უნდა „ოცნებას“ და ვინაა „ოცნება“. ეს არის ანტიევროპული ძალა, პრორუსული ძალა. „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებებით გააუქმა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თაობაზე. 33 წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ ასეთი რეფერენდუმი. 33 წლის შემდეგაც ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე იტყვის საკუთარ ურყევ ნებას. 83 ხმა აქვთ მათ დარბაზში, უმრავლესობაში არიან, მაგრამ მოსახლეობის, მინიმუმ, 83% არის თავისუფლებისა და ევროპის მომხრე. არ უნდა დავიღალოთ, დღესაც უნდა მოვიდეთ, კიდევ ბევრჯერ მოვალთ და 26 ოქტომბერს იქნება გენერალური მოსვლა და გენერალური გამარჯვება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას – დეკანოიძე
შემდეგი სტატიარუსებს ხელისუფლებაში არ დავტოვებთ – სამადაშვილი