რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს – Energoatom

უკრაინული მედია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსებმა დღეს, 11 აგვისტოს, ნაშუადღევს, ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორია.

„დღეს, 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ყველაზე დიდი უკრაინასა და ევროპაში. ხუთი დარტყმა დაფიქსირდა სადგურის სამეთაურო პუნქტის მიდამოებში – შედუღების ადგილისა და რადიაციული წყაროების საწყობის გვერდით. მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია Energoatom-ის შეტყობინებაში.

banner
წინა სტატიაშისპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს ვაქვეყნებ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარაა – არახამია
შემდეგი სტატიარუსებმა უკრაინაში ტრილიონობით დოლარის მინერალური საბადოები ჩაიგდეს ხელში – Washington Post