რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 6 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსების შეტევის შედეგად, სულ მცირე ცხრა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი დაზიანდა ან განადგურდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა