მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, პარასკევს საღამოს, ეკვადორის პოლიციამ მექსიკის საელჩოში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი დააკავა, რის შემდეგაც, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლების მიერ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს.

ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციის ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს, გასული წლის დეკემბრიდან კიტოში, მექსიკის საელჩოს თავს მას შემდეგ აფარებდა, რაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 6 ადამიანი
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ გაშვებული 28 “შაჰიდი” და 3 რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები