რუსებმა დონეცკსა და ლუგანსკში 40-ზე მეტი ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინის ცნობით, რუსული ძალები თავს დაესხნენ 40-ზე მეტ ქალაქს აღმოსავლეთ დონბასსა და ლუგანსკის რეგიონებში. დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

“ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 40-ზე მეტ ქალაქს ესროლეს, გაანადგურეს ან დააზიანეს 47 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 38 სახლი და სკოლა. ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 12”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

გასულ თვეში რუსეთმა მიზნად დაისახა დონბასზე სრული კონტროლის დამყარება და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რეგიონში. რუსეთი რეგიონს სამი მხრიდან ესხმის თავს, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში.

თუ ეს ქალაქები დაეცემა, მთელი ლუგანსკი პოტენციურად რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

banner
წინა სტატიაშისურსათის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის არა სანქციები, არამედ თქვენი ომი უკრაინაში – მიშელი კრემლს მიმართავს
შემდეგი სტატიარუსების თავდასხმებს 240 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 436-ზე მეტი – უკრაინის პროკურატურა