რუსების თავდასხმებს 240 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 436-ზე მეტი – უკრაინის პროკურატურა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 240 ბავშვია დაღუპული, 436-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 151, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 105, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 883 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 178 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშირუსებმა დონეცკსა და ლუგანსკში 40-ზე მეტი ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 5 ადამიანი
შემდეგი სტატიაახლა არის დრო, საქართველომ ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას – ჰარცელი