რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

„მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.

ჩაუსის ცნობით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ღაზაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კანონის შინაარსში არ შედის, საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ