ქადაგიშვილი – ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კანონის შინაარსში არ შედის, საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ

უკვე ვხედავთ, რომ არის გამოკვეთილად პოლიტიკური მიზნები და ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კანონის შინაარსში არ შედის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, უცხოეთიდან საკანონმდებლო პროცესში ჩარევა ხდება, რაც მიუღებელია.

„ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, რაც უკავშირდება არა ქვეყნის ევროპულ გზას, არამედ შიდა პოლიტიკური ძალების ბალანსის დაყენებას. ყოვლად მიუღებელია ასეთი სახის ჩარევა. ჩარევა არის იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობს. როცა ამ პროცესში ასე ერევი, რა თქმა უნდა, ეს ჩარევაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას“.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაარა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას – ზივზივაძე