იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ღაზაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ისრაელს ღაზაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტაიანიმ აღნიშნა, რომ ღაზაში ომი „ჰამასის“ „ბარბაროსულმა“ თავდასხმამ გამოიწვია, თუმცა ახლა აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა.

„ახლა ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები, რომლებმაც მასობრივად იმოქმედა პალესტინის მოსახლეობაზე“, – განაცხადა ტაიანიმ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი აქციაზე დაკავებულებს მოინახულებს
შემდეგი სტატიარუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები