რუსების უმეტესობას უხარია, რომ მსოფლიოში რუსეთის ეშინიათ

როგორც ფონდმა “საზოგადოებრივი აზრი” გაარკვია, რუსების უმეტესობა თვლის, რომ საკუთარი ქვეყანა მდიდარი და თავისუფალია. მათი აზრით, მსოფლიოში რუსეთის ეშინიათ და პატივს სცემენ – “ბიბისი” ავრცელებს.
გამოკითხულთა 86% დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში რუსეთის ეშინიათ, ამასთანავე, 75% ეს უხარია. სულ 7% თვლის, რომ მსოფლიოში რუსეთისადმი შიში არ არსებობს.
გამოკითხულთა 67% დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში რუსეთის გავლენა იზრდება. 4% თვლის, რომ ის მცირდება, 19% კი თვლის, რომ გავლენა არ იცვლება.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთს მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც 18% არ ეთანხმება. 70%-ის აზრით, მსოფლიოში თვლიან, რომ რუსეთი მდიდარია, აზრს მხოლოდ 19% არ ეთანხმება.

რესპოდენტების 48% თვლის, რომ მსოფლიოში რუსეთისადმი დამოკიდებულება ნეგატიურია, 42% თვლის, რომ პოზიტიურია. გარდა ამისა, რესპოდენტების 51% განაცხადა, რომ უცხოეთში რუსებისადმი დამოკიდებულება არაობიექტურია, 36% დარწმუნებულია, რომ რუსეთს შესაბამისად აფასებენ.
გამოკითხული რუსების 70% თვლის, რომ ქვეყანა თავისუფალია, რასაც 22% არ ეთანხმება.
სულ “საზოგადოებრივი აზრის” მიერ 1500 რესპოდენტი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიხმელთაშუა ზღვაში 100-მდე მიგრანტი დაიკარგა
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელებში ბაიდენის ცრემლებს დასცინეს