რუსების მთავარი ,,ღამის მგელი,, გეი აღმოჩნდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2017 15:38

რუსების მთავარი ,,ღამის მგელი,, გეი აღმოჩნდა

რუსული მედიის ცნობით, რომელიც გერმანულ რესურს Erich Hartmann და skif-tag-ის ბლოგერის საარქივო ინფორმაციას ეყრდნობა, რუსული ბაიკერულ კლუბ ,,ღამის მგლების,, ლიდერი, ,,ქირურგად,, წოდებული ალექსეი ზალდოსტანოვი, რომელიც ყველას პირდება რომ ,,გეი-ევროპას გადაუვლის,, .. თავად აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის მთავარი გეი წყვილიდან ერთ-ერთი…
გერმანელების მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებმაც რუსული სოც-ქსელები და არაპუტინისტური რუსული მედია დაიპყრეს, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებული ,,პერესტროიკის,, დროს არის გერმანელი ფოტოგრაფის პეტრი გალის მიერ გადაღებული… საბჭოთა პროპაგანდამ, იმის დასამტკიცებლად რომ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები არ ირღვეოდა, გერმანელ ფოტოგრაფს იმ დროისთვის იშვიათი გეი-წყვილი წარუდგინა საპოზიოროდ. ეს წყვილი კი – ალექსეი ზალდასტანოვისა (,,ქირურგის,,) და კირილ ფროლოვისგან შედგებოდა. ისინი ღიად, მოსკოვის ცენტრში, სასიყვარულო ურთიერთობის ფონზე პოზირებდნენ ფოტოგრაფთან, რომლის ფოტოების გამოქვეყნების დღიდან, უცხოურმა მედიამ ეს წყვილი ყველაზე პოპულარულ საბჭოთა გეებად დაასახელა.
ამ მოვლენებიდან ერთ წელიწადში, ზალდასტანოვი გერმანიაში ჩავიდა, სადაც გერმანიის მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინების საფუძველზე დარჩენის ნებართვა მიიღო… ის დასავლეთ ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბის დაცვაში მუშაობდა 80-ანი წლების ბოლომდე, სადაც ახალ სუბ კულტურას ,,ჯოჯოხეთის ანგელოზებს,, ეზიარა… შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა.


1989 წელს, საბჭოთა კავშირში პირველი ბაიკერული კლუბი (საზოგადოებრივი ორგანიზაცია) ,,ღამის მგლები,, ჩამოაყალიბდა, რომლის თავმჯდომარეც ალექსეი ზალდასტანოვი გახდა… ის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავს მის მეგობრად მიიჩნევს და თავად პუტინიც, პიარისთვის ხშირად ჩნდება ,,ღამის მგლების,, საზოგადოებაში. რუსეთის პრეზიდენტი და სახელმწიფო სტრუქტურები, საკუთარი ფონდებიდან ,,ღამის მგლებს,, ყოველწლიურად 56 მილიონ რუბლს აძლევენ გრანტის სახით, რაც 1 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. კლუბი დამატებით შემოსავალს სხვადასხვა აქციებში მონაწილეობის გამოც იღებს.

 

 

 

www.timer.ge

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2017 15:38