რომის პაპმა ეპისკოპოსებს მოუწოდა შეუწყნარებლები იყვნენ პედოფილებისადმი

რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსებს, მთელს მსოფლიოში, მოუწოდა ნულოვანი შემწყნარებლები იყვნენ იმ სასულიერო პირების მიერ, რომლებიც ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ. პაპმა, ასევე ბოდიში მოიხადა “მათი სამარცხვინო ცოდვის” გამო.
შესაბამისი წერილი პაპმა ეპისკოპოსებს 28 დეკემბერს გაუგზავნა, მაგრამ ვატიკანმა ის მხოლოდ ორშაბათს გაასაჯაროვა.
“მოდით, ვიპოვოთ სიმამაცე, რომელიც ზომების მისაღებად და ჩვენი შვილების ცხოვრების დასაცავად არის საჭირო” – განაცხადა პაპმა.
რომის პაპის თქმით, ეკლესია მღვდლების ცოდვებს აღიარებს, რომლებიც ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ, რომლებიც ამით მათ უდიდეს ტანჯვას და ტკივილის განცდას აყენებენ.
პაპმა მისი არჩევიდან, 2013 წლიდან, ეკლესიაში სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ზომები გაატარა. მან პედოფილიასთან ბრძოლის შესახებ მოწოდება ჯერ კიდევ 2013 წელს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ჩინეთს აკრიტიკებს და ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის შეჩერების პირობას დებს
შემდეგი სტატიაისრაელის პოლიციამ პრემიერი ნეთანიახუ დაკითხა