რომის პაპი: “მოგიწოდებთ წინ აღუდგეთ იმ საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის ქედმაღლობას და ტკივილს აყენებს ან ღირსებას ულახავს ქალს”

12312107_1099737336705786_1923271878_n

ათასობით კენიელი დაესწრო რომის პაპის მიერ ჩატარებულ მესას კენიაში, რომელიც საუნივერსიტეტო კამპუს ნაიბორიში ჩატარდა. რომის პაპი თავის პირველ აფრიკულ ტურნეს ასრულებს.
მიმართვის დასაწყისში ის ტრადიციულ ღირებულებებს შეეხო და განაცხადა, რომ ნებისმიერი საზოგადოების სიჯანსაღე საკუთარი ოჯახების სიჯანსაღიდან იწყება.
ადრე პაპმა უკვე გააკეთა მიმართვა და კენიელებს შერიგებისკენ მოუწოდა. ეს პაპის პირველი ვიზიტია კონტინენტზე მას შემდეგ, რაც აფრიკაში სიტუაცია დაიძაბა.
პაპის სამდღიანი აფრიკული ტურნე დღეს უგანდაში გაგრძელდება და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდება.
თავის გამოსვლაში რომის პაპმა თქვა: “ჩვენი რწმენა ღმერთისადმი გვაძლიერებს რომ ოჯახის ღირებულებები დავიცვათ, მივიღოთ შვილები, როგორც ღმერთის კურთხევა, დაშვებული ჩვენს ცხოვრებაში, და დავიცვათ ნებისმიერი ქალის და მამაკაცის ღირსება, რადგანაც ჩვენ, ყველანი დები და ძმები ვართ ერთ დიდ ოჯახში” .
ის ასევე შეეხო აბორტს და ისეთი საზოგადოების აშენების აუცილებლობას, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის იზრუნებენ: “მოგიწოდებთ წინ აღუდგეთ იმ საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის ქედმაღლობას და ტკივილს აყენებს ან ღირსებას ულახავს ქალს ან უმწიკვლო, დაუბადებელი ბავშვების სიცოცხლეს ემუქრება”.
მესამდე რომის პაპი სხვა კონფესიების ლიდერებს და ქრისტიანულ გაერთიანებებს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი მოწოდებული არიან მსოფლიოში მშვიდობა იქადაგონ, მსოფლიოში, რომელიც სავსეა ძალადობით და რომელსაც სიძულვილი მართავს.
კენიის მუსლიმების ლიდერი პანთიფიკის ვიზიტს მიესალმა ქვეყანაში.
რომის პაპი ასევე მოინახულებს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის შტაბ-ბინას.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი ახალ მთავარ პროკურორზე დიდ იმედებს ამყარებს
შემდეგი სტატიამერიამ „უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარის უზრუნველყოფის წესი“ შეიმუშავა