მმართველი გუნდი ახალ მთავარ პროკურორზე დიდ იმედებს ამყარებს

მმართველი გუნდი ახალ მთავარ პროკურორზე დიდ იმედებს ამყარებს და ირაკლი შოთაძეს “საუკეთესო კანდიდატად” ასახელებენ. უმრავლესობის წევრი დეპუტატები ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძე ის კანდიდატია, რომელიც პოლიტიკური დევნის გვერდის ავლით, წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე დაწყებულ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

„ყველაზე ცუდი მხრიდან პოლიტიკა დაგვანახეს დღეს ჩვენმა ოპონენტებმა. ვგულისხმობ იმას, რომ ამბობენ ერთს, მაგრამ სტრატეგიული გეგმა აქვთ მეორე. მათ ამ მცდელობას კი ჰქვია სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევის მცდელობა. ვითარებას ისე წარმოაჩენენ თითქოს აქ უკანონობების ბუდე იყოს და ამითი საკუთარ პოლიტიკური დივიდენდებს იღებენ,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ირაკლი შოთაძეს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ის თანამდებობაზე 6 წლით დაამტკიცეს.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს
შემდეგი სტატიარომის პაპი: “მოგიწოდებთ წინ აღუდგეთ იმ საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის ქედმაღლობას და ტკივილს აყენებს ან ღირსებას ულახავს ქალს”