გამოკითხულთა 43% მტკიცედ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევა 2023 წლის მარტში ჩატარდა და მასში ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური თემებია მიმოხილული, მათ შორისაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 43% – მტკიცედ მხარს უჭერს;
18% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
7% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
6% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.
გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირდაპირი ინტერვიუს მეშვეობით ჩატარდა.

ცდომილების ზღვარი არ აღემატება ±2,5%-ს.

banner
წინა სტატიაშირომელ პარტიებს არ დაუჭერდით მხარს? – 39% „ნაცმოძრაობა“, 34% „ოცნება“ – IRI-ს კვლევა
შემდეგი სტატია„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, შპს „ჯეოსთილმა“ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარატებით განათავსა