რომან კაკულია – გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება არ უკავშირდება რაიმე ზღვარის გავლებას

იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება არ უკავშირდება წყალგამყოფისა და რაიმე ზღვარის გავლებას, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას ფოფხაძის კომიტეტის გაწვევის საკითხზე.

„ეს გადაწყვეტილება ყველამ ჩვენთვის მივიღოთ და ნუ გავავლებთ რაღაცა ბარიერებს, დღეს ამის დრო ნამდვილად არ არის. დღევანდელ გადაწყვეტილებას მე არ დავუკავშირებდი, სად გადის წყალგამყოფი და სად არ გადის. შენ რაღაც ზღვარი გაავლე და მითხარი, მე ამ ზღვარს იქეთ ვარ, თუ აქეთ ვარ და ამ დროს ჩემ ადგილს მე თავად ვპოულობ და ვიპოვი მომავალშიც. როდესაც იყო კომიტეტის სხდომა მოვედი, დავესწარი, ვთქვი, რომ მაღალ ყურადღებას იმსახურებს ისეთი საკითხია, დავაკვირდი სიტუაციას, ვთქვი რისი თქმაც მინდოდა. დღესაც ვამბობ რაც მინდა, მომავალშიც ვიტყვი და წყალგამყოფებში ვინ საით ვართ, ახლა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო, მე არასოდეს არ გაკადრებ შენ, რომ სადღაც განგიმწესო ადგილი. ყველამ თავისი კომენტარი გავაკეთოთ. დღევანდელი პროცედურა იყო დღევანდელი პროცედურა. მამუკა მდინარაძემ რაც თქვა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი თუ გაქვს, მეც მაინტერესებს. მე ვერ მოვისმინე და მივიღე ეს არგუმენტი, როგორც არგუმენტი და ამ თემას რაც შეეხება, როგორც გეუბნები, მოვა დრო და ერთი თვე გვაქვს წინ, ვიმსჯელებთ ამაზე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სამწუხარო გადაწყვეტილებაა: „ყველაფერი იმის გამო დატრიალდა, რომ არ გვინდა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ ვიხილოთ სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები”.

banner
წინა სტატიაში,,ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს”
შემდეგი სტატიათიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს