,,ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს”

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა

„მექანიკურ შეზღუდვებს შედეგი იშვიათად აქვს ხოლმე. საჭიროა კომუნიკაცია, ყოველდღიური ახსნა, რადგან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მოძრაობა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და მათ ადეკვატური საინფორმაციო კამპანია სჭირდებათ.

ჩვენ არ გვინდა, რომ პირველივე იმპლემენტაციის დროს უხეში რეგულაცია შემოვიღოთ, ამიტომ გვირჩევნია საინფორმაციო აქტივობა, კონსულტაციები, შეჯერება და მსჯელობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაში“ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ მუშაობა განაახლა
შემდეგი სტატიარომან კაკულია – გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება არ უკავშირდება რაიმე ზღვარის გავლებას