რომან გოცირიძე – თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საკითხზე კომენტარს თავს არიდებს.

„შეიძლება, დამნაშავე იყოს, როგორც უნივერსიტეტი, ასევე ის ადამიანი, ვინც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს საუბარია არა იმაზე, შეესაბამება თუ არა მისი საბუთები სასურველ თანამდებობას, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის დევნა”, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, რომან გოცირიძე თადუმაძის შეფასებას გამოეხმაურა „დიდოსტატის მარჯვენასთან“ დაკავშირებით.

„კონფერენციაზე უთქვამს, რომ კითხვა არასწორად იყო დასმული. „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი წიგნი არ არსებობს, თურმე არსებობს წიგნი „დიდოსტატი კონსტანტინეპოლის მარჯვენა“. სწორია, კარგად თქვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამშობლებმა თავი შეიკავეთ ბავშვისთვის შეუსაბამო ქცევის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისგან – შსს