რომან გოცირიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს – თქვენი პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებიც მიკერძოებულია, დროის კარგვაა

გუშინ, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მშვენიერი გადაცემა იყო, სხვათა შორის, სახელი ერქვა სექსუალური რევოლუცია, ახლა ვიღაცები მოვლენ, მიტინგს მოგიწყობენ და ალბათ, გაიძულებენ აკურთხოთ ტელევიზია ,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც მაუწყებლის ანგარიში წარადგინა.

დეპუტატის შეფასებით, ის პოლიტიკური გადაცემები, რომელიც მაუწყებელზე გადის დროის კარგვაა.

“ითქვა, რომ „საზოგადოებრვი მაუწყებლის“ რეიტინგმა მოიმატა, ეს ძალიან კარგია. კარგი იქნება თუ გვეცოდინება რის ხარჯზე მოიმატა მაუწყებლის რეიტინგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს იმ პოლიტიკური გადაცემების ხარჯზე, რომელაც ჩვენ ვუყურებთ. სამწუხაროდ, ის არის ძალიან ტენდენციური. გუშინ ვუყურე შემთხვევით ერთ-ერთ გადაცემას, სამწუხაროდ, არ ვარ თქვენი მაყურებელი. გუშინ ვუყურე გადაცემას არა იმის გამო რას იტყოდა „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენელი ღარიბაშვილი, არამედ უბრალოდ, მაინტერესებდა რას იტყოდნენ თქვენი ჟურნალისტები. საცოდაობა იყო. არასდროს მსგავსი გადაცემები რეიტინგს და მხარდაჭერას არ შეგძენთ. იმის შემდეგ დაიწყო მშვენიერი გადაცემა. ახლა ვიღაცები მოვლენ და მიტინგს მოგიწყობენ ამ დოკუმენტური ფილმის მერე და ალბათ, მერე გაიძულებენ აკურთხოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ასეთი გადაცემები თუ იქნება, ბუნებრივია, რომ შეიძლება მას დიდი რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ კარგი როლი ითამაშოს რაღაც პროცესებში – ადამიანების გათვითცნობიერების, გათავისუფლების, ადამიანური ღირებულებების დაცვის, რაღაც ცივილიზებული ნოტების მძიმე საზოგადოებაში. თქვენი პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებიც არის ძალიან მიკერძოებული დროის და ეთერის კარგვაა“,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშილი – ყვარელში ვაპირებთ სკოლის გახსნას, სადაც ახალგაზრდებს ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრებით
შემდეგი სტატიაბექა ნაცვლიშვილი – შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, არჩევნებზე მისი შედეგი ბევრად მაღალი იქნებოდა