ბექა ნაცვლიშვილი – შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, არჩევნებზე მისი შედეგი ბევრად მაღალი იქნებოდა

ირაკლი კობახიძის განცხადება, შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძესთან დაკავშირებით მცდარი და არასწორია, – ასე შეაფასა პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტში შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია, ლადო კახაძე კი ის კანდიდატია, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პიროვნებების ასე შეფასება არის მცდარი დამოკიდებულება.

„მე ყოველთვის თავს ვიკავებ პიროვნებების შეფასებისგან, რადგან პოლიტიკა მაინტერესებს, აზროვნება და არა ჰაბიტუსი, ქცევა, თუ როგორ იქცევიან ოჯახებში. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს არის მცდარი და არასწორი, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ადამიანს კარგად ვიცნობ და ორივეს ღირსებები აქვს. შალვა შავგულიძე უფრო მეტად პოლიტიკოსია, ვიდრე ლადო კახაძე. თუ იმაზე საუბრობს კობახიძე, რომ ნაკლები პოლიტიკოსი გვინდა და მეტი კონკრეტული დარგის სპეციალისტი, ეს სხვა საკითხია. ეს არის მისი დამოკიდებულება და ეს არის მცდარი. რაც შეეხება შავგულიძეს, ის რომ არ ყოფილიყო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, დამერწმუნეთ, მისი შედეგი ბევრად მაღალი იქნებოდა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შალვა შავგულიძისნაირი დეპუტატი პარლამენტში არაერთია, ლადო კახაძე კი არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს – თქვენი პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებიც მიკერძოებულია, დროის კარგვაა
შემდეგი სტატიარუსეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს