რომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიების შექმნით,ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნით, ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო.

„დღეს ვიხილავთ პარლამენტში ორი კომისიის შექმნის საკითხს, ერთია – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და მეორე – ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების საქართველოში შემოსვლის გარემოებები და თუ რატომ ვერ იქნა ეს თავიდან აცილებული. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან, აღმასრულებელი ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს და სხვა მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს, გარდა დროებითი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც არის სპეციფიკური და რომელშიც მონაწილეობს ოპოზიციაც და სადაც არსებობს მეტი შანსი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. ამ კომისიების შექმნა გარკვეულწილად იქნება იმ „შავი ლაქის“ ჩამოწმენდა, რომელიც საქართველომ მიიღო საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვის სახით. გარდა ამისა, კომისიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ დრულად“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, თუ ახლა არ მოხდება სამართლიანი გამოძიება, აღნიშნული საქმეები ნებისმიერი ხელისუფლების მოსვლის პირობებში იქნება გამოძიებული და სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისება იმ ხალხს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – პოლიციამ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა