ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – პოლიციამ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

„სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართლადამცველების მიერ “სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გენოციდში” ბრალდებით იყო დაკავებული.
„მას შემდეგ, რაც საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნდა, ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.
გარდაცვლილი ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიების შექმნით,ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო
შემდეგი სტატიაქუთაისის ონკოლოგიის ცენტრმა ჩიკაგოდან ქართველი სამედიცინო ფიზიკოსი მოიწვია