რომან გოცირიძე: ფული ისეთი რამ არის, თავის გზას მაინც იპოვის

“იყო წინათაც მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ აეკრძალათ ფულადი გზავნილები საქართველოში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ფული ისეთი რამ არის, თავის გზას მაინც იპოვის. გაჩნდება ათასი ალტერნატიული საშუალებები. საბოლოო ჯამში, ისევ რუსეთის საფინანსო სისტემა დაზიანდება.
ჩვენი თანამემამულეების მიერ 2018 წელს სწრაფი ფულადი გზავნილების არხებით გადმორიცხული იყო 1,6 მილიარდი დოლარი. აქედან რუსეთზე მოდის 460 მილიონი დოლარი ანუ მთელი თანხის 29 პროცენტი. თუ მართლა გადადგამენ ამ უგუნურ ნაბიჯს ( რაც არა მგონია, რომ მოხდეს), შემოვა ეს ფული შემოვლით გზით, არსად დაიკარგება” – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში რომან გოცირიძე რუსეთის დუმას დღევანდელ ინიციატივაზე, საქართველოში ფულადი გზავნილების გაგზავნა აკრძალოს. რომელიც, თავის მხრივ, გუშინ “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელმა გამოსვლამ გამოიწვია, რაც რუსეთის დუმაში რადიკალურ რუსოფობიად შერაცხეს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
შემდეგი სტატიაამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციაზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს