ამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციაზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს

ამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციაზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს. ადგილზე სიტყვით გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები კინო “რუსუთაველის” წინ სახელდახელოდ მოწყობილ სცენასთან არიან შეკრებილები. მათ პარლამენტის წინ მიმდინარე კონტრაქციასთან სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 19 დღეა ისინი დგანან რუსთაველის გამზირზე და ითხოვენ გახარიას გადადგომას.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას მაინც მოუწევს წასვლა და მის მიერ მართული ჯგუფებით ვერ მოახერხებს შეინარჩუნოს თანამდებობა.

აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც.

„აი იმ მხრიდან, პროპუტინისტული, პროგახარია, პროივანიშვილის შავრაზმული საქართველოს მტრების მხრიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ადამიანი დაიწყო გინება. მეტი არაფერი. არაფერი მოულოდნელი ამ სამარცხვინო ხალხისგან, ვინც იქ ჰყავს ხელისუფლებას შეკრებილი. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფული ისეთი რამ არის, თავის გზას მაინც იპოვის
შემდეგი სტატიაარავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი ვასაძე რამეს წარმოადგენდეს, ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის-გიგი უგულავა