რომან გოცირიძე: პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ მოწმეები ჰყავს

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში სუს-ის აგენტების ჩვენებები დევს-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმეების იდენტიფიცირება შესაძლებელია სოციალურ ქსელში. გოცირიძის თქმით, ისინი აქებენ შს მინისტრს და მადლობას უხდიან მას.

გოცირიძე მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, რომ ნუ მიიღებენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას და ნუ დააჭერენ ხელს ღილაკს, რომელიც მელიას იმუნიტეტს შეუწყვეტს და მას პატიმრობას განუსაზღვარს.

„როგორც ვნახეთ საქმე შეთითხნილია, ვერ წამოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დამაჯერებელი, ერთადერთი რასაც ეყრდნობა პროკურატურა, ეს არის მოწმეები. აღმოჩნდა, რომ მოწმეების უმრავლესობა, გადამოწმების შემდეგ არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები პროვოკატორები, სოციალურ ქსელში არის სურათები პოლიციელებთან ერთად გადაღებული მოწმეები არიან აგენტები, მტკიცებულებები იძებნება სოციალურ ქსელში. მოწმეები ამბობენ, რომელი იყო ორგანიზატორი, ეს ადამიანები მანამდე მოუწოდებდნენ შს სამინსიტროს, აქებენ გახარიას, ამბობენ, რომ გახარია არის გმირი.

“ერთ-ერთმა მათგანმა მადლობის წერილი მიუძღვნა პროკურატურას, რომ საქმე აღიძრას. ყველა მტკიცებულება არის გაქარწყლებული, ერთადერთი არგუმენტი არის ივანიშვილის სურვილი. პროკურატურა არის დამნაშავე, ამ დოკუმენტს ხელს აწერს თადუმაძე, მოწმეების ასეთ შეთითხვნა არის დანაშაული. ყველა თავის დროზე წახვალთ ციხეში,”-მიმართა გოცირიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა : მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, დღეს მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას
შემდეგი სტატიათავდასხმა “iPhone +”-ის მაღაზიაზე